საორგანიზაციო ჯგუფის წევრი
ქეთევან ბერიკაშვილი პირველადი პროფესიით ჟურნალისტია. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (GIPA), არის PR-ისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის სერტიფიცირებული სპეციალისტი (GIPA), ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი საკვლევი თემაა: „ენერგეტიკული ობიექტების ეფექტი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე“.
ქეთევან ბერიკაშვილი 2008 წლიდან საქმიანობს სემეკში. არის სემეკის პრეს-სპიკერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე. მანამდე იგი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში ქეთევანი იყო ახალგაზრდა დიპლომატების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის კონვენციის განხორციელების და მონიტორინგის ცენტრის პიარ ჯგუფის ხელმძღვანელი. იგი იყო Energy Community-ს (ენერგეტიკული თანამეგობრობა) მომხმარებელთა სამუშაო ჯგუფის წევრი.
ქეთევან ბერიკაშვილი არის პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ავტორი საქართველოში.