News
რევაზ გერაძე

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი

რევაზ გერაძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორია. 2017-2023 წლებში იგი ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2016-2017 წლებში ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურს. რევაზი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს. მას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი და მაგდებურგის უნივერსიტეტში – საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. რევაზ გერაძეს აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლების ათწლიანი გამოცდილება. იგი აქტიურ კვლევით საქმიანობას ეწევა და აქვეყნებს სტატიებს მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ.