News
ოთარ ნალჩევანიძე

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორი

ოთარ ნალჩევანიძე არის ფიზიკოსი, სამთო და გეოინჟინერიის მაგისტრი, 2020 წლიდან  დღემდე სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორი. იგი წლების განმავლობაში საქმიანობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

ოთარ არის სემეკის წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშიროსო ორგანიზაციაში,მათ შორის, Energy Community, ERRA-ში. მონაწილეობას იღებდა აშშ-ში ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ გამართულ შეხვედრებში, რომლებიც განხორციელდა საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP) ფარგლებში. იგი არის ბუნებრივი გაზის სექტორში არაერთი საკანონმდებლო ცვლილების ავტორი.