News
ირაკლი გალდავა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ირაკლი გალდავას აქვს 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ირაკლი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის (ენერგოეკონომიკის მიმართულება) მაგისტრის ხარისხს. მისი კარიერა ენერგეტიკის სექტორში დაიწყო ISET-ის კვლევით ინსტიტუტში 2011 წელს, სადაც ის მუშაობს მკვლევარად ენერგეტიკის საკითხებში. 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე. 2017-2020 წლებში იკავებდა ამავე დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. ამჟამად ირაკლი გალდავა არის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ირაკლი ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და არის ავტორი სახელმძღვანელოებისა და სტატიების ენერგეტიკის დარგში. მას აქვს მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება როგორც ენერგეტიკის, ასევე ეკონომის სხვა სექტორებში.