News
სალომე ჯანელიძე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრი

სალომე ჯანელიძე არის ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენელი საქართველოში. აგრეთვე, ის სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრია. 2019-2022 წლებში სალომე ჯანელიძე მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სემეკის იურიდიულ დეპარტამენტს.
სალომე ჯანელიძე 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული თანამეგობრობის სათაო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას.
სალომე ჯანელიძე მონაწილეობდა საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ შექმნაში.
სალომე ჯანელიძე არის პროფესიით იურისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი საკვლევი თემაა: ელექტროენერგიის მწარმოებელ-მომხმარებელთა შორის ვაჭრობის ეფექტიანი რეგულირება და განვითარების პერსპექტივები. იგი არის მაგისტრი ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის
ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სალომე ჯანელიძე, როგორც მენტორი, ენერგეტიკაში ქალების გაძლიერების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციის GWNET-ის ფარგლებში პროფესიულ დახმარებას უწევს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს.