ქრისტინე ჯანაშია

ტრენინგების ორგანიზატორი

ქრისტინე ჯანაშია პროფესიით ჟურნალისტია. მას დამთავრებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. აქვს სემეკში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2009 წლიდან იგი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამნეტში მთავარი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2023 წლიდან დღემდე მუშაობას აგრძელებს ამავე კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. ქრისტინე სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდს 2022 წელს შემოუერთდა. ამჟამად იკავებს სასწავლო ცენტრის დირექტორის თანაშემწის პოზიციას და  არის სასწავლო ცენტრის ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზატორი.